Belive

"შონ ო'მალი ილია თოფურიასთან არ იჩხუბებს" - ჩელ სონენი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ლეგენდამ ჩელ სონენმა ილია თოფურიასა და შონ ო'მალის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. სონენი "შუგას" ზედა წონით კატეგორიაში გადასვლასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი. ლეგენდარულმა მებრძოლმა ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ YouYube არხზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლის ჩანიშვნის შანსი არსებობს, თუ ყველაფერი სწორად წარიმართა.

თუ ილია თოფურიასა და შონ ო'მალის შეხვედრა სწორი გზით განვითარდება, თუ იქამდე არავის დაუპირისპირდებიან, მათ საოცარი დაპირისპირების შექმნა შეუძლიათ. თუმცა, ვფიქრობ ეს არ მოხდება. ჩემი აზრით, ო'მალი დვალიშვილს შეხვდება და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ილიასა და შონის ბრძოლა შედგება. - განაცხადა ჩელ სონენმა

მარლონ ვერას დამარცხების შემდეგ, შონ ო'მალიმ ილია თოფურია გამოიწვია, რამაც გულშემატკივრის დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ძალიან ბევრი თვლის, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს. ასე ამბობს ილია თოფურიაც. "მატადორმა" "შუგას" გამოწვევას მილოცვით უპასუხა და დვალიშვილთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

შონ ო'მალიმ UFC 299-ზე ჩემპიონის ქამარი პირველად "ჩიტოს" წინააღმდეგ დაიცვა. შონს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ, ისიც მარლონ ვერას წინააღმდეგ დამარცხდა.

დვალიშვილს 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო სამ შეხვედრაში მერაბმა ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და ჟოზე ალდო დაამარცხა.

სხვა სტატიები