"მოულოდნელი იყო, რადგან ხაბიბმა თავის დარბაზში ვარჯიშის უფლება მოგვცა" - სტერლინგი
10 საათის წინ
სხვა
1 წთ
ალჯამაინ სტერლიგნმა მერაბზე თავდასხმაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, დაპირისპირება მოულოდნელი იყო, რადგან ხაბიბმა მათ საკუთარი დარბაზის გამოყენების უფლება მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნურმაგომედოვებმა მერაბის აბუ დაბიში ყოფნის შესახებ მანამდეც იცოდნენ.
მერაბი ძალიან კარგი ადამიანია და ვფიქრობ, ამის დანახვა ნებისმიერს შეუძლია, თუ მიკერძოებული არ არის.
ჩადიხარ აბუ-დაბიში, ჩხუბისთვის ემზადები, ხაბიბი თანხმობას გაძლევს, რომ მისი დარბაზი გამოიყენო, თითქოს ყველაფერი რიგზეა და უცებ ეს ბიჭები გამოდიან. დიდი ბიჭები თავს ესხმიან მათზე გაცილებით პატარა აღნაგობის მამაკაცებს.
უბრალოდ ვფიქრობ, რომ როდესაც ამას უყურებ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - ეს სიმხდალეა. არასდროს მინახავს, რომ ამ ბიჭებს რამე ერთი-ერთზე გაეკეთებინოთ, არასდროს მინახავს, რომ ვინმესთან მარტო, პირისპირ მისულიყვნენ და სწორედ ეს არ მომწონს მთელ ამ სიტუაციაში. - ამბობს ალჯამაინ სტერლინგი
Aljamain Sterling on the Nurmagomedov brothers after the Merab Dvalishvili attack. 😤
— The Combat Sport Poll Guy (@PollGuyUFC) November 18, 2026
Sterling: "Merab is a very good man, and I think anyone can see that as long as you're not being biased."
"You go to Abu Dhabi, you fight, Khabib signs off on it, that we can use his gym,… pic.twitter.com/zRiXCXUlBg
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის მთავრობამ ყველა დაკავებული გაათავისუფლა. მათ 6 თვიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ მერაბის თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.