Belive

"რატომ 100? იქნებ 110?" - დვალიშვილი საკუთარი რეკორდის ბევრად გაუმჯობესებას აპირებს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი დაამხო. "მანქანამ" UFC-ში ყველაზე მეტი თეიქდაუნი დააფიქსირა და ახლა GSP-ზე მაღლა სწორედ ქართველი დგას. დვალიშვილს აქტივში 97 შესრულებული გდება აქვს და სულ მალე ასსაც დააფიქსირებს.

დიახ, კიდევ ერთ რეკორდს ვუმიზნებ. ერთი კიდევ ერთი კარგი მიღწევა იქნება ჩემს რეზუმეში. პირველ ყოვლისა, წონის ჩაბარებაზე ვარ ორიენტირებული, შემდეგ კი ბრძოლისთვის. ჩემს მიერ დაფიქსირებული 97 თეიქდაუნი უკვე რეკორდია. რა თქმა უნდა, 100 ლამაზი რიცხვია, მაგრამ რატომ არა, 110? - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორის ბრძოლა 5 ოქტომბერს გაიმართება. ვინაიდან ჩხუბი ლას ვეგასშია, ჩხუბი ჩვენი დროით გამთენიისას დაიწყება. დვალიშვილისთვის ეს მეოთხე საჩემპიონო ჩხუბია, კორი კი სატიტულო ბრძოლაში პირველად გამოდის.

სხვა სტატიები