Belive

"რამდენიმე თვეში ჩემი ოცნება ახდება" - ილია თოფურია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე იცით, 2024 წლის თებერვალი ქართული MMA-სთვის ისტორიული იქნება, რადგან პირველად ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ეს ილია თოფურია იქნება. დაუმარცხებელი "მატადორის" მოწინააღმდეგე მოქმედი ავსტრალიელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება.

UFC ამ ბრძოლაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და თავად მებრძოლებმაც არაერთხელ დაადასტურეს დაპირისპირების სურვილი. რაც უფრო ახლოვდება ჩხუბის დღე, ვარჯიშებიც უფრო და უფრო რთულდება. ილია თოფურიამ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ მოსამზადებელი პერიოდი ოფიციალურად დაიწყო.

დღეს, პირველ დეკემბერს მოსამზადებელი პერიოდი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, ოფიციალურად დაიწყო. რამდენიმე თვეში ჩემი ოცნება ახდება. უკან ვიხედები და როცა ვიხსენებ აქამდე მოსასვლელად რა გამოვიარე, მადლიერებით ვივსები. მადლობა ღმერთს ამ ძალისთვის, რომელიც არასდროს მტოვებს და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში მეხმარება. ახლა მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი იწყება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს უპირობო მხარდაჭერისთვის. ყველანი მიყვარხართ! 17 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებით! - წერს ილია თოფურია საკუთარ X-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ ილიას საჩემპიონო ბრძოლა ალექს ვოლკანოვსკისთან 2024 წლის 17 თებერვალს ელის.

სხვა სტატიები