Belive

"UFC 300-ზე ჩემთან ბრძოლას დათანხმდი!" - ჭიკაძე ემეტს ისევ მიმართავს

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ჯოშ ემეტისა და გიგა ჭიკაძის საგა გრძელდება. ქართველის გამოწვევებს ამერიკელი ისევ უყურადღებოდ ტოვებს.

როგორც მოგეხსენებათ მათ შორის ბრძოლა 17 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა, ტრავმის გამო გიგა ჩხუბს ჩაეხსნა. მიუხედავად ამისა, ემეტი უსაქმოდ არ დარჩენილა და "ნინძა" ბრაის მიტჩელმა ჩაანაცვლა. ჯოშმა მისი მეტოქე პირველივე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით გათიშა. ემეტის დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიტჩელმა კანკალიც კი დაიწყო.

სამი დღის წინ, "ნინძამ" X-ის საშუალებით გაავრცელა პოსტი, სადაც წერს რომ უკვე ჯანმრთელად არის და მარტი-აპრილისთვის ბრძოლასაც შეძლებს. გიგას ბევრი არ უფიქრია და მაშინვე ჯოშ ემეტი გამოიწვია.


ჯოშ! შენ დაამარცხე მებრძოლი, რომელიც დივანზე იყო წამოწოლილი და ფერმაში ძროხებს უვლიდა. UFC 300-ზე შემოთავაზებას დათანხმდი, მე უკვე დავთანხმდი. იგივეს გაგიკეთებ რაც ბრაისს გაუკეთე. - გიგა ჭიკაძე

სხვა სტატიები