Belive

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ?

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეორედ დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მახრჩობელა ილეთით დააფინიშა.

გამჟღავნდა ინფორმაცია თუ რამდენს მიიღებს თითოეული სპორტსმენი აღნიშნული ღონისძიებიდან, თანხის ოდენობას Thesportster აქვეყნებს. მათი ცნობით ორივე სპორსტმენმა თანაბრად 2 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

სრულად რა ინფორმაციაც ჯერჯერობით არის გავრცელებული ქართველი მებრძოლი გარანტირებულ 2.25 მილიონ დოლარს მიიღებს, ამას გარდა მას ბონუსებსაც გადასცემენ, რომლის ზუსტი ოდენობა უცნობია. ერთი ამბავი გაჟღერდა უკვე, რომ მისი პერფომანსი საღამოს საუკეთესოდ შეფასდა. ამის გამო დვალიშვილი დამატებით $50 000-ს მიიღებს

შონ ო'მალიც მერაბის მსგავსად 2.25 მილიონ დოლარს მიიღებს, მაგრამ როგორც საიტზე ვკითხულობთ ბევრად მეტი ბონუსი გამარჯვებულს ერგება, ვიდრე დამარცხებულს.

სხვა სტატიები