Belive

"ხალხი მას იცავს და ჩანს, რომ იქ რაღაც რიგზე ვერ არის" - უმარ ნურმაგომედოვი მერაბზე

1 დღის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვი RAF-ის ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მერაბი ერთ-ერთ დაღესტნელს დაუპირისპირდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს ადამიანი უმარის მეგობარი იყო. მისი მხრიდან უმარზე დასმულმა შეკითხვამ მერაბი გააღიზიანა და დაპირისპირებაც ამ მიზეზით დაიწყო.

შეგიძლია წარმოიდგინო ქართველი რომ დაღესტანში ჩამოვიდეს? წარმოგიდგენია ქართველმა მითხრას, რომ მერაბზე არ ვილაპარაკო, მე კი ზურგიდან დავარტყა და ჩემსავე ენაზე შევაგინო... ამას საკუთარ თავზე ვერც კი წარმოვიდგენ. ხალხი მას იცავს და ჩანს, რომ იქ რაღაც რიგზე ვერ არის. არასწორ რაღაცებს არასწორი უნდა დაარქვა, არ აქვს მნიშვნელობა ამას ვინ აკეთებს.

აჰმადი მივიდა და უბრალოდ ჰკითხა, არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არც უპატივცემულობა გამოუჩენია. როგორც აჰმადი ამბობს, მერაბთან მისვლის მომენტში არაფერი ხდებოდა და როგორც კი ხალხი შეიკრიბა, სხვაგვარად მოქცევა დაიწყო.

გეფიცებით, საერთოდ არ მაინტერესებს რას აკეთებს მერაბი ან თავს როგორ გრძნობს. არსებობს ხალხი, რომელთაც რაღაცის დამტკიცება სურთ. მე არც მერაბთან და არც ქართველებთან არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. - ამბობს უმარ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, რომ მერაბსა და უმარ შორის დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს. დვალიშვილი ნურმაგომედოვს ლაჩარს უწოდებს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მასზე პოსტებს სხვას აწერინებდა.

აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ დვალიშვილმა უმარი დაამარცხა და მისი წაგებების გრაფაში ნულიანი ერთიანით შეცვალა.

სხვა სტატიები