Belive

"უბრალოდ მოკეტე და შენი საქმე გააკეთე" - ჯონ ვუდი იანის განცხადებებმა დაღალა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის განმეორებითი ჩხუბი გაიმართება. პირველი ბრძოლა დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა, სადაც მერაბმა მეტოქე პირწმინდად დაჩაქარა და ხუთიდან ხუთივე რაუნდი მოუგო. ამასთან დაკავშირებით რუსმა მებრძოლმა განაცხადა, რომ საკუთარი ძალების მხოლოდ 50%-ს იყენებდა და გარკვეული ტრავმებიც აწხებდა.

ჯონ ვუდმა ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არაერთხელ გააკეთა და როგორც ჩანს, იანის თავის მართლებით ძალიან დაიღალა.

იანი საქმეში დაბრუნდა და უცებ გვესმის, რომ ის პირველ ბრძოლაში 50%-ს იყენებდა. რატომ ვიგებთ ახლა ამას, 2 წლის შემდეგ? 50%? კარგი, გასაგებია, მაშინ იცოდეთ რომ მერაბი ახლა იმაზე ბევრად უკეთესია.

უკვე დავიღალე იმით, რომ მებრძოლები ტრავმებზე წუწუნებენ. მაშინ ბრძოლა არ აიღო. როცა ცუდი ნეკნები გაქვს შენი წაგება მათ უნდა დააბრალო? მაშინ საერთოდ არ იბრძოლო. უბრალოდ მოკეტე და შენი საქმე გააკეთე. აქ ყველა იღებს ტრავმას. - განაცხადა მერაბის მწვრთნელმა

იმ შემთხვევაში თუ მერაბი იანს მეორედაც დაამარცხებს, ის შესანიშნავ რეკორდს დაამყარებს. დვალიშვილი გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში ქამარს მეოთხედ დაიცავს.

სხვა სტატიები