Belive

"რა შუაშია მსაჯი, როცა ბრძოლას თავად ეხსნები?" - თარხან იდიგოვი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე კრივის ევროპის ჩემპიონატი სკანდალურად დასრულდა.

აღნიშნულ ტურნირზე ლაშა გურული ოქროს მედლისთვის იბრძოდა, სადაც მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი თარხან იდიგოვი იყო. დაპირისპირების ორი რაუნდი მსაჯებმა საკმაოდ სუბიექტურად შეაფასეს. ამ ყველაფერმა გურულის პროტესტი გამოიწვია და ჩხუბის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ლაშამ სოციალური ქსელის საშუალებით დაწერა, რომ მას წაგების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს. ბუნებრივია ამ ყველაფერზე ქართველმა უარი განაცხადა და მათ უთხრეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ისინი მოიგებდნენ.

ამ ბრძოლის შესახებ კომენტარი თავად იდიგოვმაც გააკეთა.

მან ჩემთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა და ეს ჩვეულებრივად მივიღე. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მან ჩემთან ფოტო არ გადაიღო, ეს არაფერია. თუ მას ასე სურდა, კი ბატონო, თანახმად ვარ. ჩვენს შორის არანაირი წყენა არ არის. გამარჯვებაც კი მომილოცა და წარმატება მისურვა. მან თქვა, რომ ეს შედეგი არა ჩემი, არამედ მსაჯების დამსახურებით მივიღე. რა შუაშია მსაჯი, როცა ბრძოლას თავად ეხსნები? ეს იმიტომ გააკეთა, რომ მისი ცემა დავიწყე. მსაჯები არაფერ შუაში არიან. - განაცხადა თარხან იდიგოვმა

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულს ოლიმპიური ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაში კრივში ჩვენი წარმომადგენელიც გვეყოლება.

სხვა სტატიები