"ჯონსი ყოველთვის ისეთ ბრძოლებს იღებს სადაც უპირატესობა აქვს" - ტომ ასპინალი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი ტომ ასპინალი ფიქრობს, რომ ჯონ ჯონსი მას უნდა ებრძოდეს და არა სტიპე მიოჩიჩს. ინგლისელის გადმოსახედიდან ეს ორი 'ბებერის' დაპირისპირებაა, რომელიც არავის აინტერესებს.
მძიმე წონაში ორი ჩემპიონია და ერთ-ერთი - ჯონ ჯონსი, მე თავს მარიდებს. ის 42 წლის სტიპე მიოჩიჩთან ჩხუბს ირჩევს. ეს დაპირისპირება რომელიმესთვის კარგი გასაცილებელი ბრძოლა იქნებოდა. მაგრამ, როგორც საჩემპიონო ბრძოლა... ეს არავის ადარდებს. არ გაგიკვირდეთ, რომ ჯონსი თავს მარიდებს. ის ნგანუს სამი წელი გაურბოდა. ჯონსი ყოველთვის ისეთ ბრძოლებს იღებს სადაც უპირატესობა აქვს. ჩემთვის არც ჯონსი, არც სტიპე, არც ვოლკოვი, არც ბლეიდსი და არავინ მნიშვნელოვანი არ არის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მძიმე წონის ჩემპიონი გავხდე. ახლა ამ ტიტულს ჯონ ჯონსი ფლობს და ამიტომ მინდა მასთან შეხვედრა. მას ის აქვს, რასაც მე ვიმსახურებ. - განაცხად ტომ ასპინალმა
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი ტომ ასპინალის მიმართ არც ისე კარგად არის განწყობილი. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ასპინალი მასთან ბრძოლას არ იმსახურებს და სტიპესთან ჩხუბის შემდეგ, პერეირასთან დაპირისპირებას განიხილავს.