Belive

"არა მგონია მერაბმა უმარის ბარიერის გადალახვა შეძლოს" - ო'მალის მწვრთნელი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალის მწვრთნელი ტიმ ველში თვლის, რომ მერაბი უმართან ქამარს დაკარგავს. მისი თქმით, ნურმაგომედოვი მერაბისთვის მძიმე მეტოქე იქნება. ტიმმა ამის შესახებ საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა.

ვიცოდით, რომ მერაბი შონის ძირს გადაყვანას მხოლოდ მაშინ შეძლებდა თუ შონი დარტყმებზე ზედმეტად ჩაიციკლებოდა. კონტრდარტყმებზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. გვინდოდა მერაბი გვეიძულებინა, რომ წინ წამოსულიყო. მერაბმა საქმე უბრალოდ იდეალურად შეასრულა. ო'მალის მარცხით ყველა ბედნიერია. ვნახოთ, შონის გარეშე როგორ ისიამოვნებენ სუპერმსუბუქი წონის ბრძოლებით.

არა მგონია, რომ მერაბმა უმარის ბარიერის გადალახვა შეძლოს. მისთვის ძალიან რთული ბრძოლა იქნება. როცა შონი ქამრის დასაბრუნებლად იბრძოლებს ვფიქრობ, მისი მეტოქე მერაბი არ იქნება. უმარი ამ ბიჭს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის. - განაცხადა ტიმ ველშმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონია. ყველაზე პრესტიჟული MMA ორგანიზაციის ტიტული პირველი ილია თოფურიამ მოიგო. "მატადორი" საკუთარ ქამარს 26 ოქტომბერს, აბუ დაბიში, მაქს ჰოლოუესი წინააღმდეგ დაიცავს.

სხვა სტატიები