მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს ეროვნულ გუნდთან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 0:1 წააგო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპულმა სტატისტიკურმა კომპანიებმა, -Sofascore-მა და Whoscored-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ინდივიდუალური, მთლიანად "ჯვაროსნებს" კი გუნდური შეფასება (6.74, მეტოქეს - 7.10) დაუწერეს, რომელიც ასე გამოიყურება:
გიორგი ლორია - 6.8გრიგოლ ჩაბრაძე - 6.9გურამ კაშია - 7.1დავით ხოჭოლავა - 6.8ირაკლი აზაროვი - 7.2ჯაბა კანკავა (კ) - 7.3გიორგი აბურჯანია - 6.3 ოთარ კიტეიშილი - 6.6ვაკო ყაზაიშვილი - 6.4გიორგი ქვილითაია - 6.8ჯაბა ჯირაური - 6.6გიორგი მიქაუტაძე - 6.5გიორგი ჩაკვეტაძე - 6.4ზურიკო დავითაშვილი - 6.4
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ დაიმსახურა (7.3), ყველაზე დაბალი ქულით კი სტატიკოსებმა გიორგი აბურჯანიას თამაში შეაფასეს (6.3).
ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-15 წუთზე გავიდა, ბურთი საკუთარ კარში დავით ხოჭოლავამ ჩაჭრა. შემდეგ შეხვედრას ეროვნული გუნდი 5 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, ქალაქ ბადახოსში გამართავს.