Belive

ერთა ლიგის ჯგუფის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკური მონაცემების მწარმოებელმა ვებ-გვერდმა, Whoscored-მა უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 7 ფეხბურთელი მოხვდა.

საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი მამარდაშვილი, საბა ლობჟანიძე, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და ბუდუ ზივზივაძე მოხვდნენ. 2-2 ადგილი ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების ფეხბურთელებმა შეავსეს. რაც შეეხება ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ფეხბურთელს, რა გასაკვირია, რომ ეს ჩვენი ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა, რომელმაც 8.2 ქულა მიიღო. იგი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მთლიანად ტურნირზე კი მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩა და ალექსანდრ მიტროვიჩს გაუთანაბრდა, თუმცა სერბს საგოლე გადაცემა საერთოდ არ გაუკეთებია.

სიმბოლური გუნდი ასეთია:


სიმბოლური გუნდი

სხვა სტატიები