Belive

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელი დატოვა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსული "აპოელი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. "აპოელსა" და თორნიკე ოქრიაშვილს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. კლუბი წარმატებას უსურვებს თორნიკეს პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში", - წერს "აპოელის" ოფიციალური ვებ-გვერდი. 30 წლის თორნიკე ოქრიაშვილმა "აპოელის" შემადგენლობაში 2021/22 წლების სეზონში ითამაშა და 27 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები