Belive

"ქართველი ვარ, რუსულად არ ვსაუბრობ" - დვალიშვილი სეხუდოს

10 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალი ქართული MMA-ს ისტორიაში შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაიწეროს - ოქტაგონზე ორი ქართველი გავა და ერთი მათგანი ტიტულისთვის იბრძოლებს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მთავარი კანდიდატი გახდება.

მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, ზედიზედ მე-10 გამარჯვების მოპოვებას ეცდება და ამ შემთხვევაში, ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდება. ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამრისა და პედესტალის უმაღლესი პოზიციისთვის დაუპირისპირდება.

ბრძოლის დაწყებამდე 24 საათით ადრე, დვალიშვილმა და სეხუდომ წონები ჩააბარეს, რის შემდეგაც მათი პირისპირ დგომი შედგა. სეხუდო კიდევ ერთხელ ეცადა მერაბის პროვოცირებას და მას რუსულად საუბარი დაუწყო, რაზეც ქართველი მებრძოლისგან მოკლე და კონკრეტული პასუხი მიიღო: "რუსულად არ ვლაპარაკობ, მე ქართველი ვარ".

სხვა სტატიები