Belive

"ბრძოლამდე UFC-სთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე" - რომან დოლიძე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე UFC Vegas 109-ის მთავარ ივენთზე ენტონი ერნანდესთან მე-4 რაუნდში დამარცხდა. დაპირისპირების შემდეგ 37 წლის ქართველმა სოციალური ქსელით ქართველ გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

საქართველო, გამარჯობა. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემს გვერდით ხართ და მგულშემატკივრობთ. რა თქმა უნდა ყველაფერი ისე არ დასრულდა როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს ეს უბრალოდ ბრძოლაა.

სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი რაც სოციალურ ქსელში იწერება, ბრძოლამდე UFC-სთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ძალიან მალე საქართველოში შევხვდებით და როგორც ყოველთვის, ძალა ერთობაშია! - რომან დოლიძე
View this post on Instagram

A post shared by UFC Roman Dolidze (@romandolidze)

სხვა სტატიები