ქართველმა ალპინისტებმა ალპინიზმის ოსკარი მოიპოვეს
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
ქართველ ალპინისტებს - არჩილ ბადრიაშვილს, ბაქარ გელაშვილს და გიორგი ტეფნაძეს ,,ოქროს წერაყინი'' (Piolets d'OR) გადაეცათ, რაც ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად მოხდა.
ქართველი ალპინისტები 2021 წელს ჰინდუ ქუშის მთათა სისტემაში, სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად დასაპყრობი მასივი) დაულაშქრავ მწვერვალზე ავიდნენ.
სამეულს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო სწორედ ამ 7 300-მეტრიანი უმაღლესი სირთულის მარშრუტის დაძლევისთვის გადაეცათ. დაჯილდოება საფრანგეთში გაიმართება.
ფოტო: ნანიკო გრიგალაშვილის ფეისბუკ-გვერდი.