"ჩემი და უმარის ბრძოლა სამომავლოდ შესაძლოა ჩაინიშნოს"- ალექსანდრე თოფურია
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტამდე სულ ცოტა დრო რჩება. ალექსანდრე პირველ ჩხუბს სიდნეიში, ადგილობრივ კოლბი სიქნესთან გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიელი დაუმარცხებელია და HEX Fight Series-ის გამარჯვებულიც არის, თოფურია ამ ჩხუბში ფავორიტია.
უფროს თოფურიას სუპერმსუბუქ წონაში საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მოვა დრო როცა ალექსანდრეს TOP მებრძოლების წინააღმდეგ ვიხილავთ. ქართველის ერთ-ერთი მომავალი სამიზნე უმარ ნურმაგომედოვია.
ჩემი და უმარის ბრძოლა სამომავლოდ შესაძლო ჩაინიშნოს. მე იგივე დივიზიონში ვარ. რა თქმა უნდა, ჯერ იგივე გზა უნდა გავიარო რაც ამ მებრძოლმა გაიარა. ჩემს გზას უნდა მივყვე და ყველაფერი გამოვა. - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს და სიქნესის ბრძოლა პრელიმებზე პირველივე ჩხუბი იქნება. დაპირისპრიება 9 თებერვალს, გამთენიისას 05:00 საათზე დაიწყება.