Belive

"გილოცავ და იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით" - პიოტრ იანი დვალიშვილს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ვიდრე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდებოდა, არც ისე მარტივი გზის გავლა მოუწია. ამის თქმა როგორც ოქტაგონს გარეთ, ასევე ოქტაგონს შიგნით გავლილ გზაზე შეგვიძლია. დვალიშვილმა ტიტულის მოპოვებამდე სამი ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. ერთ-ერთი მათგანი პიოტრ იანი იყო, რომელიც 5-რაუნდიან ბრძოლაში მიწასთან გაასწორა.

რუსმა დვალიშვილს ჩემპიონობა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ რევანშის შანსი მიეცემა.

გილოცავ მერაბ, გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ, ამ გამარჯვებას სრულიად იმსახურებდი. იმედი მაქვს მომავალში კვლავ შევხვდებით, როცა ორივენი 100%-ით მზად ვიქნებით. - წერს იანი საკუთარ X-ის გვერდზე

პიოტრ იანის გაცამტვერების შემდეგ, მერაბმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო "მანქანამ" ტიტულის მოპოვების შანსი და კარგადაც გამოიყენა.

სხვა სტატიები