Belive

ქართველები ოქტაგონზე ბრუნდებიან

1 წლის წინ სხვა
1 წთ
18 ივნისს UFC-ის ოქტაგონზე გურამ ქუთათელაძე და რომან დოლიძე იბრძოლებენ. საშეჯიბრო დღე, საქართველოს დროით, 23:55 საათზე დაიწყება. მთავარ ბრძოლებამდე, პირველი რომან დოლიძე გამოვა. მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი კაილ დაუკაუსი იქნება. რომანს, UFC-ში, 3 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს, ამერიკელს კი, 2 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გურამ ქუთათელაძე მთავარ ქარდზე ბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე ყაზახი დამირ ისმაგულოვი იქნება. ქართველს UFC-ში ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული, პოლონელი გამროტის წინააღმდეგ  და ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა. რაც შეეხება მის მეტოქეს, დამირი შედარებით გაშინაურებულია ამერიკულ პრომოუშენს. ყაზახს 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ოთხივე გამარჯვებით დაასრულა. ქართველი მებრძოლები მომზადების პერიოდს, აქტიურად აშუქებდნენ სოციალური ქსელის საშუალებით. გურამიც და რომანიც კარგ ფორმაში არიან და მზად არიან ბრძოლისთვის.  
 
View this post on Instagram
 

A post shared by UFC Roman Dolidze (@romandolidze)

სხვა სტატიები