Belive

"სასაცილოა რასაც ეს ბიჭი ამბობს" - დოლიძე შარას ინტერვიუს გამოეხმაურა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

სპორტულ მედიაში შარა მაგომედოვის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც რომან დოლიძეს იწვევს. როგორც "ტყვია" ამბობს, დოლიძე მას გაურბის. შარას პასუხი დოლიძემ სოციალური ქსელის საშუალებით გასცა.

სასაცილოა რასაც ეს ბიჭი ამბობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ლაპარაკობს მხოლოდ იმიტომ, რომ ილაპარაკოს. ამბობს, რომ მიწვევს და მას გავურბივარ. ამ ინტერვიუდან პირველად გავიგე, რომ ჩემთან ბრძოლა სურს. საერთოდ რა აზრის აქვს მასთან ჩხუბს, რეიტინგშიც კი არ არის. ამ ეტაპზე მასთან ბრძოლის არანაირი ინტერესი არ მაქვს. თუ მომავალში რამე შეიცვალა, რატომაც არა?! - ამბობს რომან დოლიძე

შეგახსენებთ, რომ შარა ბოლო ბრძოლაში მაიკლ პეიჯთან დამარცხდა. რაც შეეხება რომანს, მან ვეტორისთან რევანში აიღო და საშუალო დივიზიონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები