"ქამარს ასე მარტივად თუ დათმობდა ვერ ვიფიქრებდი" - ვოლკანოვსკი თოფურიაზე
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჟურნალისტებთან საუბრისას ალექს ვოლკანოვსკიმ აღნიშნა, რომ ილიასგან ქამრის ასე მარტივად დათმობას არ ელოდა. ყოფილმა ჩემპიონმა ისიც განაცხადა, რომ "ლეგენდასთან" რემატჩი ძალიან სურდა.
მისი მხრიდან ქამრის დათმობით ძალიან გაოცებული ვიყავი. ვიცოდი, რომ მსუბუქ წონაში პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ქამარს ასე მარტივად თუ დათმობდა ვერ ვიფიქრებდი. ილიასთან ხელახლა ჩხუბი და გამარჯვების მოპოვება ძალიან მინდოდა. მინდა საკმაოდ აქტიური ვიყო. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება ჩემი და ილიას რემატჩი. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ
ვოლკანოვსკი მომავალ ბრძოლას დიეგო ლოპესის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს ორი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის იბრძოლებენ. ჩხუბი მაიამიში არის ჩანიშნული და ჩვენი დროით 13 აპრილს გამთენიისას იქნება.