Belive

"მჯერა, რომ დვალიშვილი იანს კიდევ ერთხელ დაამარცხებს" - მაიკლ ბისპინგი

1 საათის წინ სხვა
1 წთ

მაიკლ ბისპინგმა UFC 323-ის პროგნოზები შემოგთავაზა. ბრიტანელმა საღამოს მთავარ ბრძოლაში გამარჯვებულად მერაბ დვალიშვილი დაასახელა. მისი აზრით, მე-4 ბრძოლა წელიწადში მერაბს დიდად საქმეს არ გაურთულებს.

მერაბი უკეთესი მოჭიდავეა, ყოველ ჯერზე უკეთესი ხდება, მაგრამ ოდნავ გადამწვარი ხომ არ იქნება? ეს ნამდვილად სარისკოა. 4 საბრძოლო მზადება წელიწადში - ეს სიგიჟე შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ იანი მეტად ფეთქებადი იქნება. იანი მეტად სუფთა მოკრივეა, უკეთესად მოძრაობს, თუმცა, მენტალურად, ფიზიკურად და ზოგადად ყველა ასპექტში მერაბი ჯობია. მჯერა, რომ დვალიშვილი მას კიდევ ერთხელ დაამარცხებს. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა

მერაბისა და პიოტრ იანის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. ამ დაპირისპირების შემთხევაში მერაბი გახდება პირველი, ვინც ერთ კალენდარულ წელში 4 საჩემპიონ ბრძოლა წარმატებით დაასრულა.

სხვა სტატიები