Belive

"ილია ამას იმიტომ აკეთებს, რომ რემატჩი მიიღოს" - ალექს ვოლკანოვსკი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიას განცხადებაზე ისაუბრა, სადაც "მატადორი" გეიჯის არასპორტულ საქციელში ადანაშაულებდა. ილიამ საკმაოდ ხმაურიანი ტვიტი გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ გეიჯის ხელთათმანებში რაღაც ედო. ავსტრალიელი ჩემპიონის აზრით, ილიამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მარცხის გასამართლებლად საკმარისი მიზეზი არ არის. უბრალოდ თოფურია ცდილობს, რომ რემატჩის მიმართ ინტერესი შექმნას.

ეს აქამდეც უკითხავთ. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ვნახე რამდენიმე საკითხმა თავი როგორ იჩინა. ეს ძალიან საეჭვოა. ჩემი აზრით, ილია უბრალოდ თამაშობს და ცდილობს რემატჩი მიიღოს. ის ამაში ყოველთვის კარგი იყო. ილია საკმარისად ჭკვიანია და იცის, რომ მარცხისთვის ეს საკმრისი მიზეზი არაა. - ამბობს ვოლკანოვსკი

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან თეთრი სახლის ღონისძიებაზე დამარცხდა. ქართველს სახეზე ძალიან მძიმე დაზიანებები მიადგა, რამაც კითხვები თავიდანვე გააჩინა. შეგახსენებთ, რომ ჯასტინთან თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა.

სხვა სტატიები