პიოტრ იანი: "ჯერ მერაბმა ჯაკუზიში ბიჭები წაიყვანოს, რევანშზე მერე იფიქროს"
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
სამწუხაროდ, UFC323-ზე, მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის განმეორებითი ბრძოლა, რუსი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა და შესაბამისად ის მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ბრძოლის შემდეგ იანმა პრესკონფერენცია გამართა და შეკითხვებს უპასუხა.
პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში და თითოეულ მომენტში ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. მე აქ მის 'მშობლიურ' ადგილას მოვედი, რათა დამემარცხებინა - უამრავი საათი მიწევს ფრენა, ის კი აქვე ცხოვრობს.
რაც შეეხება რევანშის სურვილს - ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს და ამაზე მერე ვიფიქრებ (იცინის). - განაცხადა პიოტრ იანმა
Petr Yan is asked about a trilogy with Merab Dvalishvili:
— Championship Rounds (@ChampRDS) December 7, 2025
"I think Merab should get the boys, get into the jacuzzi, think about it. Then we'll see." 😭😭 #UFC323 pic.twitter.com/Q6SERfbQAS
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქ წონაში ზედიზედ 14-ბრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა. დვალიშვილმა სხვადასხვა ეტაპზე, წონის 5 ჩემპიონი დაამარცხა და 2025 წელს 4 სატიტულო ბრძოლა გამართა