მერაბ დვალიშვილი RAF-ის ტურნირზე იჭიდავებს
14 ნოემბერს აბუ დაბიში (Etihad Arena-ზე) თავისუფალი ჭიდაობის პრომოუშენის - Real American Freestyle (RAF) მასშტაბური ტურნირი გაიმართება. ტურნირის ქარდზე ოფიციალურად არის წარმოდგენილი MMA-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში კიდევ ერთხელ იასპარეზებს. მერაბმა, პიოტრ იანთან ტრილოგიის მესამე ჩხუბის შემდეგ, (მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი ვერ დაბრუნა), დიდხანს არ შეისვენა - ამ ორ ბრძოლას შორის განსხვავება სულ 3 კვირა იქნება.
საღამოს მთავარი ბრძოლა ხამზატ ჩიმაევისა და კოლბი კოვინგტონს შორის შედგება, ხოლო დვალიშვილის მეტოქე ჯერ უცნობია.
ეს იქნება მერაბისთვის რიგით მეოთხე გამოჩენა ამ ორგანიზაციის ფარგლებში - მას 3 ჩატარებული ბრძოლიდან 2 მოგება და 1 მარცხი აქვს ფიქსირებული (მოგება ედგართან, და სეხუდოსთან - წაგება სეხუდოსთან განმეორებით შეხვედრაში).
WHO’S FACING THE MACHINE?
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) November 3, 2026
Merab Dvalishvili joins the #RAFABUDHABI card on November 14 at Etihad Arena.
Opponent reveal coming soon.
Tickets in bio. Watch on @foxnation in the U.S. pic.twitter.com/ePDr8h6lZY