ფურკან კორკმაზი: თავს 5 ადამიანი დაგვესხა!
საქართველოსთან მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრების ლიდერმა ფურკან კორკმაზმა პირველი კომენტარი გააკეთა. კორკმაზმა რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით, პროტესტის დაფიქსირება გადაწყვიტა. საუბარია დუდა სანაძესთან მომხდარ ინციდენტზე, პარკეტიდან გაძევებასა და გასახდელში მომხდარ ჩხუბზე, რომლის დროსაც, კოკრმაზის მტკიცებით, 5 ადამიანი დაუპირისპირდა.
- დუდა სანაძის კომენტარი კორკმაზთან დაპირისპირების შემდეგ
- საქართველო – თურქეთის ბოლო წუთი | VIDEO
- რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების ავტობუსში თურქეთთან მოგების შემდეგ | VIDEO
თურქეთის კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევრობასკეტზე საქართველოს წინააღმდეგ გამართული დრამატული მატჩის შემდეგ უნდა დაესვენა, თუმცა, ფურკან კორკმაზი, მისი თანაგუნდელები და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი (ერგინ ატამანის მეთაურობით), მატჩის სავალალო შედეგებისგან მიღებული შოკიდან გამოსვლას ცდილობენ.
გარდა იმისა, რომ A-ჯგუფის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, თურქეთი მასპინძელ საქართველოსთან 2 ოვერტაიმის შემდეგ დამარცხდა (83:88), პარკეტიდან გაძევებულ კორკმაზს, გასახდელისაკენ მიმავალ გზაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ფილადელფიასა" და თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - დუდა სანაძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელშიც კორკმაზის მტკიცებით, დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერივნენ.
"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სანაძემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომიხსენია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვას ამ ყველაფრის გაბედვის უფლებას მისცემს. მატჩის განუყოფელი ნაწილია - მან რაღაც მითხრა და მეც ვუპასუხე. რეაგირება მოვახდინე, როგორც ადამიანმა, როგორც ნამდვილმა კაცმა - მე უბრალოდ ჩემი საპასუხო რეაქცია გამოვავლინე".
პარკეტიდან გაძევების შემდეგ, გასახდელისაკენ მიმავალ გზაზე მოვლენები კიდევ უფრო ტრაგიკული სცენარით განვითარდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია და თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, კორკმაზთან ერთად, თურქეთის ნაკრები გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრიც დაშავდა.
"გასახდელისაკენ მიმავალ გზაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. როდესაც მივდიოდით სამი კალათბურთელი - მათ შორის სანაძე გამოგვეკიდა. მათთან ერთად დაცვის ორი თანამშრომელიც იმყოფებოდა. დაგვეწივნენ და ჩხუბი დაგვიწყეს. ერთმანეთს მუშტებს ვურტყავდით. შეიძლება ითქვას, რომ ქუჩის ბრძოლა გაიმართა. თავს 5 ადამიანი დაგვესხა და იძულებული გავხდით, მათგან თავი დაგვეცვა".
ევრობასკეტის A-ჯგუფში დარჩენილ მატჩებს, თურქეთი ბელგიისა და ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მარცხის შემდეგ, თურქეთის ნაკრებმა ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა.
During a double-overtime 🇹🇷 vs 🇬🇪 battle a fight between Furkan Korkmaz and Duda Sanadze emerged 🤯
— BasketNews (@BasketNews_com) September 5, 2022
According to the Turkish NT, Korkmaz was attacked in the tunnel by three Georgian players and security guards after he left the court.#EuroBasket pic.twitter.com/K5ZCUC4754