Belive

Goal.com-ის ოქროს ბურთის რეიტინგში კვარაცხელიამ ერთი ადგილი დათმო

1 წლის წინ სხვა
1 წთ

პოპულარული საფეხბურთო საიტი Goal.com ოქროს ბურთის მაძიებელთა რეიტინგს ყოველთვიურად ანახლებს. გასულ თვეში ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია მეექვსე, ხოლო ვიქტორ ოსიმენი მეოთხე ადგილებს იკავებდნენ, თუმცა განახლებულ რეიტინგში ქართველმა ერთი და ნიგერიელმა ორი ადგილი დათმეს.

"კვარაცხელია მილანთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ფეთქებადი იყო, თუმცა შთამაგონებლად მოთამაშე მაიკ მენიოს კარს გასაღები ვერ უპოვა.

თუ "პარტენოპეის" ისტორიაში პირველად სურს ნახევარფინალში თამაში, კაცმა, სახელად კვარადონამ თავი უნდა გამოიჩინოს." - წერს Goal.com

სიას ლიონელ მესი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ერლინგ ჰოლანდია. ქარიმ ბენზემამ წინა თვესთან შედარებით რვა პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად მეხუთეა.

ნეაპოლელებმა პირველი მატჩი მილანში მინიმალური სხვაობით დათმეს. საპასუხო შეხვედრას "დიეგო არმანდო მარადონა" 18 აპრილს, 23:00 საათიდან უმასპინძლებს

სხვა სტატიები