Belive

"ის ჩემი ძმაა, ვიამაყებ თუ ტიტულს ჩემზე ადრე მოიგებს" - თოფურია დვალიშვილზე

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ჯოშ ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დაპირისპირება, რომელიც საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ფლორიდაში, ჯექსონვილში შედგა. შეხვედრა ,,მატადორის” აშკარა უპირატესობით წარიმართა - ილიამ მეტოქეს 5-ვე რაუნდში აჯობა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტმა თოფურიას UFC-ის კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი მებრძოლის - მერაბ დვალიშვილის შესახებ ჰკითხა.

კითხვაზე: ვინ შეძლებს UFC-ის პირველი ტიტულის მოგებას შენ თუ მერაბი? ილია თოფურიამ გულწრფელი პასუხი გასცა:

"ის ჩემი ძმაა. თუ ის პირველი შეძლებს ტიტულის მოპოვებას, მისით ვიამაყებ. ის ძალიან მიყვარს და მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ აქ ჩემს მხარდასაჭერად ჩამოვიდა", - ილია თოფურია.

"მატადორს" მერაბ დვალიშვილმაც მიმართა: "მიყვარხარ ძმაო და შენით ძალიან ვამაყობ. შენ აუცილებლად გახდები ჩემპიონი. ჩვენ ორივე მივიღებთ საჩემპიონო ბრძოლებს. წინ ძალიან ბევრი გამარჯვება გელის. ამ ბიჭთან ვისპარინგე და მან სამჯერ დამაგდო. ისიამოვნე ძმაო, ეს შენი საღამოა".

"მის მიმართ მეც იგივე რწმენა მაქვს. ის მაშინ გახდება UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, როდესაც მოისურვებს - ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი. ამ საღამოს ერთად გავერთობით", - ილია თოფურია.

თოფურიასა და დვალიშვილის საუბრის ამსახველ ვიდეოს, Twitter-ზე ნინა-მარი დენიელი - იგივე "ნინა დრამა" ავრცელებს. "აი ამიტომ უყვარს მერაბი ყველას. სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც მეგობრების მიმართ იჩენს შეუდარებელია".

სხვა სტატიები