ხავიერ მენდესი: „გეიჯისა და თოფურიას ბრძოლას უკვე ცხრაჯერ ვუყურე“
ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ბრძოლას უკვე ცხრაჯერ უყურა. გამოცდილ მწვრთნელს მიაჩნია, რომ დაპირისპირებისას მოვლენები იმდენჯერ შეიცვალა, რომ მსგავსი ბრძოლა არასდროს უნახავს.
დაძაბული პირველი რაუნდის შემდეგ, თოფურია სხეულში დარტყმებითა და მტკივნეული ილეთების მცდელობებით კინაღამ ამარცხებდა გეიჯის, თუმცა ამერიკელმა გაუძლო. მომდევნო ორ რაუნდში „ჰაილაითმა“ უპირატესობის მოპოვება შეძლო. მეოთხე რაუნდის შემდეგ თოფურიას კუთხემ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და გეიჯიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
„ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ ბრძოლაში რომელიმე მებრძოლს დიდი უპირატესობა ჰქონდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლებოდა. დაფიქრდით, MMA-ის ისტორიაში როდის გინახავთ მსგავსი ბრძოლა, რომელშიც უპირატესობა ასე ხშირად გადადიოდა ერთი მებრძოლიდან მეორეზე? არასდროს“ - ხავიერ მენდესი
Submission Radio-სთან საუბრისას მენდესმა ეს დაპირისპირება იმ ბრძოლად დაასახელა, რომლის ყურებაც ყველაზე მეტად მოსწონს. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენჯერ გადავიდა უპირატესობა ერთი მებრძოლიდან მეორეზე.
მენდესმა ეს ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებას შეადარა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ სამჯერ უყურა.