"მორალესი-შავკატის ბრძოლა უკვე ჩანიშნული იყო" - კარლოს პრატესი
10 საათის წინ
სხვა
1 წთ
კარლოს პრატესი აცხადებს, რომ მაიკლ მორალესისა და შავკატ რახმანოვის ორთაბრძოლა უკვე დაგეგმილი იყო. თუმცა, ისლამ მახაჩევის გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა.
პრატესის თქმით, თავდაპირველად მორალესი შავკატთან შეხვედრას ელოდა, თუმცა გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა ორგანიზაციას აცნობა, რომ იანვარში ქამრის დასაცავად მზად არ იქნებოდა.
მან უბრალოდ თქვა, რომ იანვარში ბრძოლა არ უნდოდა. სულ ამბობდა, რომ დივიზიონში ბევრი კონტენდერია. მე და მორალესს უნდა გვებრძოლა, რომ საჩემპიონო ჩხუბი დაგვემსახურებინა. იმ დროს მორალესს უკვე შავკატთან ჩხუბი ჰქონდა. მე პირველი ნომერი ვიყავი და სატიტულო ჩხუბი ჩემი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ის ჩემპიონია და არჩევნის პრივილეგია აქვს. - თქვა პრატესმა
შეგახსენებთ, რომ კარლოს პრატესი დროებითი ქარმისთვის მაიკლ მორალესს შეხვდება. ეს ბრძოლა UFC 336-ზე 2027 წლის 30 იანვარს შედგება. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, ის ამ პერიოდში დასვენებას აპირებს და მათ შორის გამარჯვებულს შეხვდება.