Belive

პარიზის ოლიმპიადაზე 11 წლის სპორტსმენმა იასპარეზა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დღეს პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა 11 წლის სკეიტბორდისტმა, ჟენ ჰაოჰაომ, რომელიც გახდა ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი ჩინელთა შორის, ვისაც ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა მიუღია.

ჰაოჰაომ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა ვერ შეძლო და 22 მონაწილეს შორის 63.19 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა. ფინალში 8 სკეიდბორტისტი გადავიდა, რომლებიც დღეს მედლებისთვის იბრძოლებენ. საინტერესოა, რომ ჟენი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დახურვის წინა დღეს დაიბადა.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი ტანმოვარჯიშე დიმიტრიოს ლუნდრასია, რომელმაც 1896 წლის ოლიმპიადაზე 10 წლისა და 218 დღის ასაკში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

სხვა სტატიები