Belive

მიხაინ ლოპეს ნუნიესი ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მიხაინ ლოპეს ნუნიესი ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს.

ლეგენდარულმა კუბელმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე, საბაჰ შარიათი დაამარცხა, ხვალ კი ფინალში ჩილელ იასმანი აკოსტას დაუპირისპირდება.

42 წლის ლოპეს ნუნიესმა ტოკიოში ოქროს მედალი მოიპოვა და კაორი იჩოს შემდეგ გახდა მეორე მოჭიდავე, რომელსაც ოლიმპიადაზე 4 ოქრო აქვს მოგებული.

კუბელმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში იაკობ ქაჯაია დაამარცხა.

სხვა სტატიები