ოთარ თანზილოვმა მალკოლმ უელმეიქერი ულამაზესი ნოკაუტით დაამარცხა
ლას-ვეგასში, „Meta Apex“-ში გამართულ UFC Vegas 122-ის ღონისძიებაზე, ქართველმა ოთარ თანზილოვმა, ამერიკელი მალკოლმ უელმეიქერი მეორე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. (პირველი ბრძოლა 20 ივნისს გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა).
ბრძოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფინალი, ნამდვილად სანახაობრივი გამოვიდა - მიუხედავად იმისა, რომ უელმეიქერი ამ საღამოს ზედიზედ ორი მარცხით შეხვდა, ბუკმეიკერებისგან მაინც ფავორიტად ითვლებოდა.
ქართველი მებრძოლი პირველივე წამებიდან აქტიური იყო და მეტოქის დარტყმებს არ მორიდებია. მართალია, პირველი რაუნდის შუაში უელმეიქერმა კორპუსში წარმატებული დარტყმებით სირთულეები შეუქმნა თანზილოვს და თითქმის ვადაზე ადრე დასრულებასთანაც იყო ახლოს, მაგრამ ქართველმა დროული 'თეიქდაუნები' გამოიყენა სიტუაციის განსამუხტად და კონტროლის დროის მოსაპოვებლად.
KNOCKDOWN EARLY FOR WELLMAKER 👊 [ #UFCVegas122 | LIVE on @ParamountPlus ] https://t.co/MnjaWNIRhl
— UFC on Paramount+ (@UFConParamount) October 11, 2026
მეორე რაუნდის კულმინაცია და ნოკაუტი
მეორე რაუნდის დასაწყისში უელმეიქერმა აქტიურობა განაგრძო, თუმცა თანზილოვმაც უპასუხა. ბრძოლის ბედი ზუსტმა და მახვილგონივრულმა მომენტმა გადაწყვიტა: ქართველმა ახლო მანძილიდან ფეხით თავის არეში (Head Kick) უძლიერესი დარტყმა მიაყენა მეტოქეს, რის შემდეგაც უელმეიქერი უგონოდ დაეცა. თანზილოვმა დარტყმების წარმატებული სერიით დაასრულა ეპიზოდი და მსაჯმაც ბრძოლა დროულად შეაჩერა.
¡LE COMPRÓ UN BOLETO AL PAÍS DE LOS SUEÑOS! 😴 Otari Tanzilovi durmió a Malcolm Wellmaker tras conectar una patada demoledora en el segundo round.💥 🔴 EN VIVO: #UFCVegas122 solo por Paramount+ https://t.co/2b4SreLSFQ
— Paramount+ Deportes (@PPlusDeportes) October 11, 2026
სხვა სტატიები
ოთარ თანზილოვმა 100 000-იანი ბონუსი მიიღო (ვიდეო)
14 საათის წინ სხვა