Belive

ფლოიდ მეივეზერი კონორ მაკგრეგორთან კიდევ ერთ ბრძოლას არ გამორიცხავს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ვეტერანი დაუმარცხებელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი აცხადებს, რომ კონორ მაკგრეგორთან განმეორებითი ორთაბრძოლისთვის კარი ღიაა.

ლეგენდარულმა ამერიკელმა 2017 წელს გამართული გახმაურებული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლამ მაკგრეგორის პოპულარობა ახალ საფეხურზე აიყვანა, ხოლო ორივე სპორტსმენს კოლოსალური ფინანსური მოგება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში მეივეზერმა ირლანდიელი MMA-ის ვარსკვლავი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, რის შემდეგაც თავისი პროფესიული რეკორდი 50-0-მდე გააზარდა. ამის შემდეგ ფლოიდს ოფიციალური შეხვედრა აღარ ჩაუტარებია, თუმცა რამდენიმე საჩვენებელ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ახლაც არ გამორიცხავს, რომ ირლანდიელს რინგზე კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს.

„მე და კონორი ერთად არ ვცხოვრობთ, ის ჩემი მეგობარი არ არის და ყოველდღე მისი ნახვა არ მიწევს. უბრალოდ, როცა რინგზე გასვლისა და ჩახუტების დრო მოვა, უბრალოდ გავაკეთებთ ამას“ - ფლოიდ მეივეზერი

პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ, ფლოიდმა რამდენიმე საინტერესო საჩვენებელი ორთაბრძოლა ჩაატარა, მათ შორის ცნობილ იუთუბერ ლოგან პოლისთან. ამჯერად, როგორც ჩანს, 50-0 რეკორდის მფლობელი კიდევ მზადაა, გულშემატკივარს მორიგი დასამახსოვრებელი შოუ აჩუქოს.

სხვა სტატიები