Belive

"ორივე მხარის კარგად მესმის" - კეინ ველასკესი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დიდი ხნის მეგობარმა კეინ ველასკესმა, ნურმაგომედოვების გარემოცვასა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

ველასკესმა მომხდარს სპონტანური ემოციური აფეთქება უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე მხარის პოზიცია ესმის.

ეს იყო უბრალოდ ნაპერწკალი, რომელიც საბოლოოდ დიდ ცეცხლში გადაიზარდა. ორივე მხარის პოზიცია მესმის. იმედი მაქვს, შეძლებენ და ამ ყველაფერს გაკვეთილად გამოიყენებენ. სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა. ასეთი რაღაცები ხდება, ძმაო. საქმეში ადამიანების ემოციები და სიამაყე ერთვება. მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ამიტომ ვერავის განვსჯი... იმედია, ამ ყველაფრიდან რაღაც პოზიტიური გამოვა. - ამბობს ველასკესი

შეგახსენებთ, რომ მერაბზე ყველა თავდამსხმელი გათავისუფლებულია. აბუ დაბის პოლიციამ ეს გადაწყვეტილება მერაბის თხოვნის საფუძველზე მიიღო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნურმაგომედოვებს და მის თანაგუნდელებს დაკისრებული ჯარიმებიც გაუნახევრეს.

სხვა სტატიები