"ო'მალისთან ტიტულზე ბრძოლა ჩემთვის ყველაფერია" - მერაბ დვალიშვილი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, UFC India-სთან საუბრისას მერაბ დვალიშვილმა გაგვიმხილა, რომ ო'მალის UFC 306-ზე შეხვდება.
ეს ყველაფერი ოფიციალური არ არის, თუმცა, მერაბისა და შონის ჩხუბს წინ ვერაფერი აღუდგება. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ო'მალი დვალიშვილს დიდი ხანია გაურბის, ჩემპიონობის ნომერ პირველ კანდიდატს დიდი დროით ვერ დაემალები.
თავისი კარიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლასთან დაკავშირებით მერაბმა მედიასთან ისაუბრა.
ჩემპიონი ნამდვილად დიდი ვარსკვლავია. აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის განსაკუთრებულია. ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ამ ჩხუბის ჩანიშვნით ბედნიერი ვიყო. ო'მალი მშვენივრად მოძრაობს. ამ კუთხით ის ძალიან ძლიერია, თუმცა, არამგონია კიდევ გაუმართლოს. ყველაფერი შესაძლებელია მაგრამ ვთვლი, რომ ბრძოლას სტილი წყვეტს. სტილისტიკურად კი მე შონისთვის ძალიან უხერხული მეტოქე ვარ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა. სამრაუნდიან დაპირისპირებაში "მანქანამ" დიდი დომინაცია აჩვენა და ყოფილი ჩემპიონი მიწასთან გაასწორა.
რაც შეეხება ო'მალის, მან ქამარი მარლონ ვერას წინააღმდეგ დაიცვა. 5-რაუნდიან საჩემპიონო ბრძოლაში "ჩიტო" უშანსოდ დამარცხდა.