"ძალიან მინდოდა ისეთი შორტით გამოვსულიყავი, რომელიც ქართველი ხალხის ხასიათს შეეფერება" - მერაბ დვალიშვილი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილი ქართული თემატიკის შორტებით იბრძოლებს. მერაბმა საკუთარი შორტი "ვეფყისტყაოსნის" პერსონაჟებითა და გამორჩეული ფრაზით გააფორმა.
საკუთარ YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, მერაბი ამ შორტის შექმნის ისტორიას იხსენებს.
როგორც კი ბრძოლა ჩამენიშნა UFC-ს დავურეკე და ვთხოვე, რომ შორტები ჩემი დიზაინით დაემზადებინათ. მეორე დღეს მივედით და ავუხსნეით "ვეფხისტყაოსანი" - ჩვენი დიდი საგანძური და სიამაყე! შორტზე შოთა რუსთაველის ძალიან მაგარი სიტყვებით დავიტანეთ: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი". ამ სიტყვების გადათარგმნის შემდეგ, ჩვენი ქვეყნით და დამწერლობით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ტელეფონით გაგზავნილი ასოებით არც ისე ლამაზი გამოვიდა და ბევრი ვიშრომეთ, რომ კარგი კალიგრაფიით დაეწერათ. ძალიან მინდოდა ისეთი შორტით გამოვსულიყავი, რომელიც ქართველი ხალხის ხასიათს შეეფერება. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.