Belive

"კიდევ ერთი ხმაურიანი დებიუტანტის წინააღმდეგ ვიბრძვი" - კოლბი სიქნესი

11 საათის წინ სხვა
1 წთ

9 თებერვალს ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. ქართველის მოწინააღმდეგე ავსტრალიელი კოლბი სიქნესი იქნება, რომელიც დაუმარცხებელია. სიქნესი საკუთარ ძალებში საკმაოდ დარწმუნებულია და ალექსანდრეს წინააღმდეგ გამარჯვებას გეგმავს.

მე ალექსანდრე თოფურიას, ილიას უფროს ძმას ვებრძვი. ილიასა და ვოლკს შორის დიდი დაპირისპირებაა. 13 წლიდან ვოლკანოვსკის დარბაზში ვვარჯიშობ. ოქტაგონზე მორიგ ხმაურიან დებიუტანტთან გამოვალ და ჩემს საუკეთესო ვერსიას გაჩვენებთ. - განაცხადა კოლბი სიქნესმა

ვინაიდან ჩხუბი ავსტრალიაში არის ჩანიშნული, დაპირისირება გამთენიისას დაიწყება. ალექსანდრეს ბრძოლა პრელიმებზე პირველი იქნება და ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები