Belive

"ო'მალის მწვრთნელთან პრობლემები მაქვს" - მერაბ დვალიშვილი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველ MMA-ს გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს. რამდენიმე კვირის წინ ეს თავად დანა უაითმაც დაადასტურა. მერაბი ამ შანსს დიდხანს ელოდა და 10-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, ქამრის მოპოვების შესაძლებლობაც მიეცა.

მეტოქე ჩემპიონი შონ ო'მალი, რომელთანაც "მანქანას" დიდი ხანია შეხვედრა სურს. სპორტსმენებს შორის არასასიამოვნო დამოკიდებულება ბუნებრივია, თუმცა, საინტერესო ის არის რომ მერაბს პრობლემები "შუგას" მწვრთნელთანაც აქვს.

შონის მწვრთნელთან ტიმთან პრობლემები მაქვს. ის ჩემს მიმართ უპატივცემულობას იჩენს და ნამდვილი მწვრთნელი ამას არ უნდა აკეთებდეს. იგივე რამ ფეხბურთში ან კალათბურთში რომ სცადოს, აუცილებლად დისკვალიფიკაციას მიიღებს. საკუთარ პოდკასტში ჩემს სიმაღლეზე, ცხვირზე ხუმრობს და სულელურ ამბებს იგონებს. სახეში გალაწუნებას იმსახურებს. - განაცხადა მერაბმა MMA Fighting-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა შონ ო'მალის წინააღმდეგ 14 სექტემებერს ჩაენიშნა. UFC-ის ღონისძიება პირველად Sphere-ში გაიმართება და როგორც დანა უაითი ამბობს, რეკორდულ თანხასაც მიიღებს.

სხვა სტატიები