"ჩემს ბრძოლას NBA-ს პლეი-ოფებზე მეტმა ადამიანმა უყურა" - ჯეიკ პოლი
16 ნოემბერს კრივის გულშემატკივარმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი საქმეში კიდევ ერთხელ იხილა. Iron Mike-ის დაბრუნება 58 წლის ასაკში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. 30 წლით უმცროს მეტოქე ჯეიკ პოლთან, მაიკი მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ბუნებრივია, რომ ამ ბრძოლის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. გულშემატკივრების ყურადღება მხოლოდ ტაისონის მიმართ არ იყო მიპყრობილი. საბრძოლო სპორტის ექსპერტები ჯეიკ პოლს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ. ამერიკელი იუთუბერის მიერ დამარცხებულთა სიაში უკვე ბევრი ლეგენდის სახელი ფიგურირებს: ბენ ასკრენი, ტაირონ ვუდლი, ანდერსონ სილვა, ნეით დიასი, მაიკ პერი და ახლა უკვე მაიკ ტაისონიც. თავად პოლიც ამბობს, რომ მისი ბრძოლების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია.
ჩემს ბრძოლას არალეგალურად იმაზე მეტმა ადამიანმა უყურა ვიდრე, NBA-ის 2024 წლის პლეი-ოფებს. - წერს პოლი საკუთარ X-ის გვერდზე
More people watched an illegal stream of my fight with Mike Tyson then what the NBA playoffs averaged in 2024 @netflix https://t.co/4mRJvvQojv
— Jake Paul (@jakepaul) November 17, 2024
ტაისონისა და პოლის ბრძოლის მიმართ ინტერესი მოკრივეების ანაზღაურებაშიც აისახა. მხოლოდ ტაისონმა, მარცხში, 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, ჯეიკ პოლმა ზუსტად ორჯერ მეტი მიიღო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ პოლი Forbes-ის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი იყო - $45 მილიონი.