"ისლამის მოკვლა შუა აღმოსავლეთის ვარსკვლავის მოკვლას ნიშნავს" - ილია თოფურია
ილია თოფურიამ ისლამთან ჩხუბზე ისაუბრა. "მატადორმა" ახსნა თუ რატომ არ ჩქარობს UFC მათი ჩხუბის ჩანიშვნას. ილიას აზრით, მახაჩევის ვარსკვლავის ასე მალე ჩაქრობა ორგანიზაციისთვის მომგებიანი არ იქნება.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე რომ პრომოუტერი ვიყო და ბიზნესს პირველ ადგილზე ვაყენებდე, არამგონია ჩვენ ორის საუკეთესო ფორმაში ერთმანეთის წინააღმდეგ ჩასმა კარგი იდეა იყოს. ორივემ დივიზიონი შევიცვალეთ, ჩვენ საკუთარი ფან ბაზა გვყავს. ასე რომ, ისლამის მოკვლა შუა აღმოსავლეთის ვარსკვლავის მოკვლას ნიშნავს. - ამბობს ილია თოფურია
Ilia Topuria thinks that, from the UFC's perspective as a promotion, it's not a good idea to match him against Islam Makhachev. 🤔
— MMA Pros Pick (@MMA_PROS_PICK_) April 6, 2026
" I don't know if it's a good idea to pit the two of us against each other at our peak.
We both have our fan base, so killing Islam in this case,… pic.twitter.com/2CrYGEVXPL
ილიასა და ისლამის ბრძოლის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, მაგრამ ეს ჩხუბი ვერა და ვერ ჩაინიშნა. ამ დაპირისპირების სისრულეში მოყვანასთან ყველაზე ახლოს თეთრი სახლის ღონისძიებაზე ვიყავით, მაგრამ ესეც არ გამოვიდა. ორივე მებრძოლი ამ ჩხუბის ჩაშლას ერთმანეთს აბრალებს.