Belive

"ო'მალის მიმართ მხოლოდ პატივისცემა გამაჩნია, ყველაფერს ვპატიობ" - მერაბ დვალიშილი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

Sphere-ში გამართულ UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი მოიგო. ქართველმა "მანქანამ" სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა. 5-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როდესაც დანამ ქამარი შემომხვია ჩემს ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. შონი ჩემს მიერ მეოთხე დამარცცხებული ჩემპიონია. ახლა ვაანალიზებ თუ რას მივაღწიე.

ბრძოლისას ყოველთვის კონცეტრირებული ვარ და მოწინააღმდეგის კუთხეზე ყურადღება არასდროს გამიმახვილებია. თუმცა, ისინი "ალჯოს" ბრძოლაზეც იგივეს აკეთებდნენ. ჩემს მიმართ არასასიამოვნო რეპლიკებს ისროდნენ და ამის შეწყვეტა ვთხოვე. ფეხბურთში ან კალათბურში ო'მალის მწვრთნელს ამის გამო დისკვალიფიკაცის მისცემდნენ.

მთელი ქვეყანა მხარს მიჭერდა და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მე ქართველი ვარ და ეს ძალა სწორედ საქართველომ მომცა. ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ მისთვის მოვკვდე. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი და ყველა ქართველი გავაბედნიერე.

ო'მალის მიმართ პატივისცემის გარდა არაფერი გამაჩნია. ყველაფერს ვპატიობ, რაც ჩემზე, ჩემს მეგობრებზე და ჩემს ქვეყანაზე თქვა. - განაცხადა მერაბმა პრესკონფერენციაზე საუბრისას

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონია. პირველიც ვინც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო ილია თოფურიაა.

სხვა სტატიები