"ჩემი შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება" - არმან ცარუკიანი
არმან ცარუკიანის სატიტულო ბრძოლა უკვე გარანტირებული აქვს. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, სომეხმა მებრძოლმა UFC-ის ხელმძღვანელობისგან პირობა მიიღო, რომ მისი მომავალი ოქტაგონზე გამოსვლა ქამრისთვის იქნებოდა. ცარუკიანის თქმით, უფროსობა მისი ასპარეზობით მოხიბლული დარჩა.
ხელმძღვანელობა ჩემი გამოსვლით კმაყოფილი იყო. მითხრეს, მომავალ კვირას დაგელაპარაკებითო. ამის შემდეგ ვკითხე, მივიღებდი თუ არა სატიტულო ბრძოლას, რაზეც მიპასუხეს - დიახ! ჩემი შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება.
მინდა, ტიტულისთვის ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის შევებრძოლო. იმედი მაქვს, ეს ჩხუბი მომავალი წლის დასაწყისში შედგება. - არმან ცარუკიანი
Arman Tsarukyan wants to fight Justin Gaethje in early 2027 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) September 22, 2026
"The bosses were happy with my performance. They told me 'we gonna talk to you next week'. After this I'm gonna get title fight, they said 'yes'. Next fight is gonna be for the title.
I wanna fight for the title… pic.twitter.com/QEILH48fYs
მსუბუქ წონაში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და საჩემპიონო ბრძოლის კანდიდატი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ცარუკიანმა ახლახან დაამარცხა მაურისიო რუფი, რომელიც ნოკაუტით გათიშა და პირველი ნომერი უფრო გაიმყარა. რაც შეეხება ილიას, ის დაბრუნდა ტრავმიდან და გეიჯისთან რევანშისთვის მზადაა. საჩემპიონო ჩხუბის პოტენციურ მონაწილედ განიხილება პადიც, რომელმაც გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ბენუა სენ-დენი დამაჯერებლად დაამარცხა.