Belive

"მიყვარს ბიჭები, რომელთაც სულ ჩხუბი უნდათ" - დანა მერაბზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითმა მერაბთან ურთიერთობაზე ისაუბრა. UFC-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ დვალიშვილთან თავიდან ოდნავ გაუგებრობები ჰქონდა, თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა და დიდ პატივსაც სცემს.

თავიდან ჩემი მერაბის ურთიერთობა ოდნავ რთულად დაიწყო. პატივი უნდა სცე იმას, რაც ვინმეს ოდესმე გაუკეთებია. ამ ბიჭს ბრძოლა და ტიტულის ყველაზე მეტჯერ დაცვა სურს. მიყვარს ბიჭები, რომელთაც სულ ჩხუბი უნდათ. პირველ ყოვლისა, ეს არის გზა უფრო მეტი თანხის გამოსამუშავებლად. როდესაც აქტიური ხარ შენი ბრძოლების ნახვა მეტ ფანს სურს. - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი მომავალ ჩხუბს 6 დეკემბერს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე პიოტრ იანი იქნება. თუ დვალიშვილი ამ ბრძოლას მოიგებს, ის გახდება პირველი, რომელიც ერთ წელში 4-ჯერ დაიცავს ტიტულს.

სხვა სტატიები