Belive

ოლიმპიადა დასრულდა - 8 ქართული მედალი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან

3 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და ასპარეზობა საერთო ჩათვლაში 33-ე პოზიციაზე დაასრულა. მედლების საერთო რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა 29-ე ადგილი დაიკავეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი საუკეთესო შედეგია (აქამდე რეკორდი პეკინისა და რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული 7 მედალი იყო).

ტოკიო 2020-ის ყველა ქართველი მედალოსანი

ლაშა ბექაური - ოქრო (ძიუდო) ლაშა ტალახაძე - ოქრო (ძალოსნობა) ვაჟა მარგველაშვილი - ვერცხლი (ძიუდო) ლაშა შავდათუაშვილი - ვერცხლი (ძიუდო) გურამ თუშიშვილი - ვერცხლი (ძიუდო) იაკობ ქაჯაია - ვერცხლი (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა) გენო პეტრიაშვილი - ვერცხლი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ანტონ პლესნოი - ბრინჯაო (ძალოსნობა)
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი აშშ-მ დაიკავა, რომელმაც სულ 113 მედალი (39 ოქრო) მოიპოვა, მეორე ადგილზე 88 მედლით ჩინეთია (38 ოქრო), მესამეზე კი მასპინძელი იაპონიაა, რომლის ანგარიშზეც 58 მედალია (27 ოქრო). ხუთეულში, ასევე, დიდი ბრიტანეთი (65 მედალი, 22 ოქრო) და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი (71 მედალი, 20 ოქრო) მოხვდნენ.

სხვა სტატიები