ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა - ნინო სალუქვაძემ, 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა, რის შედეგადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიდის ლიცენზია გაინაღდა.
სახელოვანი ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ სალუქვაძე სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელია — ქართველმა ტყვიის მსროლელმა ოქროსა და ვერცხლის მედლები 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს მოიპოვა. 2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.