ილია თოფურია UFC-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
ჯოშ ემეტთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის განახლებულ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და ტიტულისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა.
ქვემსუბუქ წონაში თოფურია მე-9 ადგილს იკავებდა, თუმცა, უკანასკნელი განახლების შემდეგ 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-5 ადგილზე აღზევდა.
აღსანიშნავია, რომ თოფურია MMA-ში დაუმარცდებლად ასპარეზობს (14-0), ხოლო UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.