Belive

ოფიციალურად: დვალიშვილი სეხუდოს 17 თებერვალს დაუპირისპირდება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მეორე და მესამე ნომრების, მერაბ დვალიშვილისა (16-4) და ჰენრი სეხუდოს (16-3) დაპირისპირება 17 თებერვალს, ანაჰაიმში, UFC 298-ში გაიმართება. ამის შესახებ UFC-ის პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა.

36 წლის ჰენრი სეხუდო ოქტაგონს 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ამ წლის მაისში დაუბრუნდა და სუპერმსუბუქი წონის ქამარზე ალჯამეინ სტერლინგთან დამარცხდა.

მერაბ დვალიშვილს ორგანიზაციაში მოგებათა ერთ-ერთი საუკეთესო სერია აქვს - ზედიზედ 9 მოგება. 32 წლის ქართველმა ბოლოს 2023 წლის მარტში, პიოტრ იანთან იჩხუბა და მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. დვალიშვილი მაჯაზე ოპერაციის გამო წლის ბოლომდე რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. 

დიდი შანსია, რომ მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვების შემთხვევაში, UFC-ისგან სატიტულო ბრძოლის საშუალებას მიიღებს.

UFC 298-ში ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის იბრძოლებს ილია თოფურიაც (14-0), რომელიც ავსტრალიელ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის (26-3) დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები