Belive

"ეს ძალით გავაკეთე, რომ მერაბი გამებრაზებინა" - შონ ო'მალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299-ზე შონ ო'მალიმ სუპერმსუბუქი წონის ქამარი წარმატებით დაიცვა. ჩემპიონმა "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ სტრაიკინგის მასტერკლასი შემოგვთავაზა. მსაჯებს გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდათ და გამარჯვებულად მოქმედი ჩემპიონი დაასახელეს.

საინტერესოა, რომ ო'მალიმ ბრძოლის შემდეგ არა დვალიშვილი არამედ, ილია თოფურია გამოიწვია. "მატადორმა" ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა და მერაბთან ბრძოლისკენ მოუწოდა. საპასუხოდ "შუგამ" ჩვენთვის სასიხარულო პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ 2025 წელს დვალიშვილთან შესახვედრად მზად იყო. თუმცა, საკუთარ პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მერაბის გასაბრაზებლად თქვა.

ეს ძალით გავაკეთე, რომ მერაბი გამებრაზებინა. მერაბისთვის ნერვების მოშლა ძალიან მახალისებს. - განაცხადა შონ ო'მალიმ

აქვე ისაუბრა ტიმ ველჩმაც, შონ ო'მალის მთავარმა მწვრთნელმა. ის თვლის, რომ "შუგას" მერაბის გათიშვა შეუძლია.

ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება, ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები